და საჭირო განათლების არქონის გამო ხევსურეთში ამ დღესასწაულთა ჭეშმარიტი, ქრისტიანული შინაარსი თითქმის არავის ესმის, მიუხედავად ამისა, ბევრი მათი სახელწოდება არქაულობითა
და საოცარი სიზუსტით გამოირჩევა.
ასე, მაგალითად, ნათლისღების ხევსურული სახელწოდება `გამცხადება~ სრულიად შეესატყვისება მდინარე იორდანეზე მაცხოვრის ნათლისღებისას ყოვლადწმიდა სამების სამბუნებოვნების გამ(ო)
ცხადებას ქვეყნიერებისათვის.
თუმცა, თვითონ ხევსურებს ამ მოვლენის შინაარსისა და სიტყვა
`გამცხადების~ წარმომავლობის შესახებ არასაკმარისი და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთ. კერძოდ, ალ. ოჩიაური წერს: `გამცხადებაზე მე ხევსურეთში ვიკითხე და კარგად ვერავინ მითხრა, რაზე არის
წარმოშობილი ან ეს სიტყვა რას ნიშნავს~ (11,46) და იქვე დასძენს:
ხოლო`წყალკურთხევაზე ხევსურებმა სხვადასხვანაირადმითხრეს:
ზოგმა თქვა: ამ დღეს ღმერთმა წყალი ორდანე აკურთხაო. ზოგმა:
მანამდინ წყალი უწმინდური ყოფილა და ამ დღეს წყალი უკურთხებია ივანე ნათლის მცემელს და ამიტომ, რაც უნდა უწმინდური რამ
ეგდოს წყალში, ის გაწმიდავდება, მისი დალევა შეიძლებაო... ზოგმა კი მითხრა: ივანემ იესო ქრისტე მონათლა ამ დღეს და იმიტომ
ჰქვიან წყალკურთხევაო. ეს უფრო ისეთ ადგილებში და სოფლებში
თქვეს, სადაც წინათ ეკლესიები და მღვდლები ახლო ჰყავდათ და
ალბათ მათგან ჰქონდათ გაგონილი~ (11,48).
რაც შეეხება აღდგომის ხევსურულ სახელწოდებას `ახვსება~,
ჩვენი ვარაუდით, იგი ისტორიულ კავშირში უნდა იყოს `ძველი
აღთქმისეულ~ ხელავსების ტრადიციასთან, რაზედაც წინა ნაშრომში უკვე ვისაუბრეთ.
საინტერესოა,ასევე, რომ ხევსურები დიდმარხვის მეორე შაბათს ე.წ. `სულთაკრეფას~ აღნიშნავდნენ, რომელიც მიცვალებულთა მოხსენიების დღედ ითვლებოდა და ქრისტიანულ რელიგიურ კალენდარში ასევე მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ემთხვევა. ამ დროს ხევსურეთში იცოდნენ წანდილის (კოლიოს) მსგავსი
საკურთხის მომზადება, რომელიც სიმინდისა და ლობიოს მარცვლებისაგან კეთდება და `დოხანი~ ეწოდება. ამასთან დაკავშირებით
ალ. ოჩიაური წერს: `სულის (მოხსენიების) დღეები სხვა დროსაც იციან, მაგრამ სულთაკრეფა საკუთრივ სულთა დღეობაი ას, ამ
დღეს ყველა ამზადებს სამარხო სახელ-სადებს. ადუღებენ დოხანს,
თუ აქვ სიმინდისას, თუ არა სვილისას~ (11,54).
ყველა ზემოთჩამოთვლილ რელიგიურ დღესასწაულზე ხევსურულ ხატ-სალოცავებში ღვთისმსახურება დაახლოებით ერთნაირად სრულდება და როგორც გარეგნული (რიტუალური) თვალსაზრისით, ისე თავისი შინაარსით წარმოადგენს `ძველი და ახალი
აღთქმის~ რჯულის არაორდინარულ სინთეზს.
კერძოდ, სასულიერო პირის (მღვდლის) ფუნქციას ხევსურეთში
ხუცესი (იგივე `გამძღო~) ასრულებს, ხოლო, ჯვარში (სალოცავში)
ნებისმიერი ღვთისმსახურება სამ გარეგნულ ელემენტს მოიცავს:
1) ლოცვის წარმითქმა
2) სანთლის ანთება
3) სისხლიანი მსხვერპლშეწირვა
მართლმადიდებლური თვალთახედვით, ღვთისმსახურების ხევსურულ წესში ასევე მნიშვნელოვან ცდომილებას წარმოადგენს
სისხლიანი მსხვერპლშეწირვა და საკლავის სისხლით სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჯვრის გამოსახვის ჩვეულება.
სალოცავში სისხლის დაღვრა და ამ სისხლით სამსახურებო
ნივთებისა თუ მასში მონაწილე ადამიანების `განწმენდა~ `ძველი
აღთქმის~ რჯულის მიხედვით სრულდება, ხოლო, სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე სისხლით ჯვრის გამოსახვა კი ამ რიტუალის უფრო გვიანდელი ქრისტიანული დანამატია.წყარო
No comments:
Post a Comment