Thursday, January 10, 2013

ხევსურეთის მთიანეთი


ხევსურეთი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კუთხეა თავისი გეოგრაფიული მდებარეობით, ბუნებით წარსულით, მატერიალური და სულიერი კულტურით, მეურნეობის ფორმებით, ყოფის ტრადიციული თავისებურებებით. აქედან გამომდინარე, მკვლევართ, თუ უცხოელი მოგზაურთა ინტერესი ამ კუთხისამდი თავიდანვე განზრახული იყო. ხევსურეთი, რომელიც დღეს ადმინისტრაციულად დუშეთის რაიონში შედის, ფშავი, თუშეთს, ხევს და გუდამაყრის შორისაა მოქცეული.    

                                                                        მისი ჩრდილოეთი საზღვარი კი ჩვენი რესპუბლიკის საზღვარს ემთხვევა.“ვიწრო გაგებით ხევსურეთი არის მხოლოდ ის სოფლები და მიწა-წყალი, რომელიც მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის გადმოღმა ხევსურეთის არაგვის აუზში, რომელიც ერთვის არაგვს ორწყალში.” (აკ. შანიძე) “ხევსურები მხოლოდ პირაქეთ ნაწილს, არაგვის ხეობაში მოქცეულ მთებს (ბაცალიგო, ბარისახო) უწოდებენ ხევსურეთს.” (ს. მაკალათია) “პირაქეთელი ხევსურები თავიანთ თავს თვლიან ნამდვილ ხევსურებად და მიწა-წყალსაც ბუდე ხევსურეთს უწოდებენ.” ხევსურთა საცხოვრებლები, სახნავ-სათესი სავარგულების უკმარისობის გამო, ძნელად მისადგომ, კლდოვან ადგილებში აშენებული კოშკურ-ქვითკირებული იყო, რასაც თავდაცვითი მნიშვნელობაც ჰქონდა. ხევსურის მიერ საცხოვრებელად ადგილის შერჩევას განსაზღვრავდა ჯვარი და ქადაგ-მკითხავი. ცალკეულ საბრძოლო კოშკებსა და ქავ-ციხეებს (გალავნიან კოშკებს) უფრო ძლიერი გვარები აშენებდნენ. ხშირად კოშკების ქვეშ “დარანიც” იყო დატანებული, რომელიც წყაროს უკავშირდებოდა და სამალავსაც წარმოადგენდა. კოშკები ძირითადად სიპერდიანი (პირამიდულსახურავიანი) იყო. ხევსურები დღეში სამჯერ ჭამენ: დილას (სადილი), შუადღისას (სამხარი) და საღამოს (ვახშამი). პურს ჭამენ ტაბლაზე, რომელიც ხის დაბალი და მოკლე სუფრაა და ამ ტაბლაზე დიასახლისი ყველას თავის კერძს ჩამოურიგებს. პურის ჭამის დროს ქალები და კაცები ცალკე სხდებიან და თავიანთი ცალკე სუფრა უდგათ. პურს აცხობენ და ჭამენ ქერისას, ქერ-სვილისას და იშვიათად იფქლისას. ხევსურის საომარი აღჭურვილობა, მისივე ტალავრის მსგავსად, მრავალფეროვანი და ლამაზი იყო. შინაური და გარეშე მტრისგან მუდმივი საფრთხე, თავმომწონეობა, საზღვრის სიახლოვე, ჩრდილოელ მეზობლებთან ურთიერთობა “ხევსურებს აიძულებდა უფრო ბეჯითად ეზრუნათ საბრძოლო მზადყოფნაზე, ვიდრე საქონლის მომრავლებაზე.”(ალ. ყაზბეგი). მამაკაცს ტახტის თავთან ეკიდა ფარ-ხმალი, ჯაჭვი და თოფი, საგანგებოდ გამზადებული საგზალი და ახლად გაბანდული ჯღან-ქალამანი. იგი ნებისმიერ სიტუაციაში მზად იყო სალაშქროდ. “ფხოველები დღევანდელი ფშავლები და განსაკუთრებით ხევსურებია”-ო. მაგრამ რომელიმე მხარის ფხოველად მიჩნევა არ იქნება სწორი. რამდენადაც “ფხოველთა ქვეყანა” ვრცელი და ხალხმრავალი იყო, ამიტომ “ფხოველი” (ისევე, როგორც “ქართველი”) უფრო კრებითი სახელწოდება უნდა ყოფილიყო სხვადასხვა გვარ-ტომის ხალხისა, რომელთა შორის იქნებოდნენ ფშაველნიც და ხევსურნიც. ფხოვის დაშლის შემდეგ გამოიკვეთება ორი ძლიერი ხევი, რომლებიც ცალკე ეთნიკურ კუთხეებად ჩამოყალიბდებიან. ძველი ფხოვი, სავარაუდოა, რომ დღევანდელთან (ფშავ-ხევსურეთი) შედარებით უფრო ვრცელ ტერიტორიებს მოიცავდა. მის შემადგენლობაში უნდა ყოფილიყო მოსაზღვრე ცალკეული თემებიც. ისტორიკოსთა ცნობით, გუდამაყრის ხეობის აღმოსავლეთით, ფხოველთა მთებზე იყო ფხოეთი, რომელსაც აღმოსავლეთით დიდოეთი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით თოშეთი საზღვრავდა. დღეს დიდოეთი ხევსურეთს უკვე აღარ ესაზღვრება. “მოქცევაი ქართლისაი” გვამცნობს, რომ ალექსანდრე მაკედონელმა დასვა მცხეთის მეფედ არიან-ქართლის შვილი აზო და დაუდო საზღვრებად.ფხოველებს (საერთოდ კავკასიელ მთიელებს) ჰყავდათ საერთო ღვთაებანი – კოპალა, იახსარი, პირქუში, ხმალა, პირიმზე, თერგვაული, ბერი ბაადური – რომელნიც შემდგომ სათემო სალოცავებად იქცნენ და ხშირ შემთხვევაში წმინდა გიორგიდ იწოდებიან. ამ ღვთაებებმა (ხთიშვლებმა) გაწმინდეს ფშავ-ხევსურეთის მიწა-წყალი დევ-კერპებისაგან. გადმოცემით, ეს ღვთაებანი “ნახორცივლარი” გმირებია, რომელნიც შემდეგ “გახთიშვილებულან”. (ევჰემერისტული შეხედულება, რომ ღვთებანი რეალური პიროვნებანი იყვნენ). სწორფრობა ხევსურეთში გავრცელებული წესია, რომელსაც

ძმობილობასაც უწოდებენ. როდესაც ქალ-ვაჟნი ასაკში ჩადგებიან, ირჩევენ თავიანთ სწორფერს. არჩევანი პირად მოწონებაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული. თუ ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოეწონათ, ვაჟი ქალს ძმობას ეტყვის და ამის შემდეგ მათ შორის დაიწყება სწორფრობის რომანტიკა. სწორფერობენ ერთი თემისა და გვარის ქალ-ვაჟნი, ნათესავთა შორის სწორფრობა იშვიათია. სწორფერ ვაჟს უნდა ახასიათებდეს რაინდობა და ნაძმობი ქალისადმი თავდადებ. წყარო

No comments:

Post a Comment