Thursday, January 10, 2013

ხევსურეთის რელიგია

მართლმადიდებელ სასულიერო პირთა მუდმივი დეფიციტისა
და საჭირო განათლების არქონის გამო ხევსურეთში ამ დღესასწაულთა ჭეშმარიტიქრისტიანული შინაარსი თითქმის არავის ესმისმიუხედავად ამისაბევრი მათი სახელწოდება არქაულობითა
და საოცარი სიზუსტით გამოირჩევა.
ასემაგალითადნათლისღების ხევსურული სახელწოდება `გამცხადებასრულიად შეესატყვისება მდინარე იორდანეზე მაცხოვრის ნათლისღებისას ყოვლადწმიდა სამების სამბუნებოვნების გამ()
ცხადებას ქვეყნიერებისათვის.
თუმცათვითონ ხევსურებს ამ მოვლენის შინაარსისა და სიტყვა
`გამცხადებისწარმომავლობის შესახებ არასაკმარისი და ბუნდოვანი წარმოდგენა აქვთკერძოდალოჩიაური წერს: `გამცხადებაზე მე ხევსურეთში ვიკითხე და კარგად ვერავინ მითხრარაზე არის
წარმოშობილი ან ეს სიტყვა რას ნიშნავს~ (11,46) და იქვე დასძენს:
ხოლო`წყალკურთხევაზე ხევსურებმა სხვადასხვანაირადმითხრეს:
ზოგმა თქვაამ დღეს ღმერთმა წყალი ორდანე აკურთხაოზოგმა:
მანამდინ წყალი უწმინდური ყოფილა და ამ დღეს წყალი უკურთხებია ივანე ნათლის მცემელს და ამიტომრაც უნდა უწმინდური რამ
ეგდოს წყალშიის გაწმიდავდებამისი დალევა შეიძლებაო... ზოგმა კი მითხრაივანემ იესო ქრისტე მონათლა ამ დღეს და იმიტომ
ჰქვიან წყალკურთხევაოეს უფრო ისეთ ადგილებში და სოფლებში
თქვესსადაც წინათ ეკლესიები და მღვდლები ახლო ჰყავდათ და
ალბათ მათგან ჰქონდათ გაგონილი~ (11,48).
რაც შეეხება აღდგომის ხევსურულ სახელწოდებას `ახვსება~,
ჩვენი ვარაუდითიგი ისტორიულ კავშირში უნდა იყოს `ძველი
აღთქმისეულხელავსების ტრადიციასთანრაზედაც წინა ნაშრომში უკვე ვისაუბრეთ.
საინტერესოა,ასევერომ ხევსურები დიდმარხვის მეორე შაბათს .. `სულთაკრეფასაღნიშნავდნენრომელიც მიცვალებულთა მოხსენიების დღედ ითვლებოდა და ქრისტიანულ რელიგიურ კალენდარში ასევე მიცვალებულთა მოხსენიების დღეს ემთხვევაამ დროს ხევსურეთში იცოდნენ წანდილის (კოლიოსმსგავსი
საკურთხის მომზადებარომელიც სიმინდისა და ლობიოს მარცვლებისაგან კეთდება და `დოხანიეწოდებაამასთან დაკავშირებით
ალოჩიაური წერს: `სულის (მოხსენიებისდღეები სხვა დროსაც იციან, მაგრამ სულთაკრეფა საკუთრივ სულთა დღეობაი ას, ამ
დღეს ყველა ამზადებს სამარხო სახელ-სადებს. ადუღებენ დოხანს,
თუ აქვ სიმინდისას, თუ არა სვილისას~ (11,54).
ყველა ზემოთჩამოთვლილ რელიგიურ დღესასწაულზე ხევსურულ ხატ-სალოცავებში ღვთისმსახურება დაახლოებით ერთნაირად სრულდება და როგორც გარეგნული (რიტუალური) თვალსაზრისით, ისე თავისი შინაარსით წარმოადგენს `ძველი და ახალი
აღთქმის~ რჯულის არაორდინარულ სინთეზს.
კერძოდ, სასულიერო პირის (მღვდლის) ფუნქციას ხევსურეთში
ხუცესი (იგივე `გამძღო~) ასრულებს, ხოლო, ჯვარში (სალოცავში)
ნებისმიერი ღვთისმსახურება სამ გარეგნულ ელემენტს მოიცავს:
1) ლოცვის წარმითქმა
2) სანთლის ანთება
3) სისხლიანი მსხვერპლშეწირვა
მართლმადიდებლური თვალთახედვით, ღვთისმსახურების ხევსურულ წესში ასევე მნიშვნელოვან ცდომილებას წარმოადგენს
სისხლიანი მსხვერპლშეწირვა და საკლავის სისხლით სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ჯვრის გამოსახვის ჩვეულება.
სალოცავში სისხლის დაღვრა და ამ სისხლით სამსახურებო
ნივთებისა თუ მასში მონაწილე ადამიანების `განწმენდა~ `ძველი
აღთქმის~ რჯულის მიხედვით სრულდება, ხოლო, სხეულის სხვადასხვა ნაწილებზე სისხლით ჯვრის გამოსახვა კი ამ რიტუალის უფრო გვიანდელი ქრისტიანული დანამატია.წყარო

No comments:

Post a Comment